The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბაჯუ ჯაჭვლიანი

ბაჯუ ჯაჭვლიანი
Date of birth:15 May, 1936  (88 years)
Category:Historian, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ფარი, მესტიის რაიონი.

დაამთავრა მ. გორკის სახელობის სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის, ისტორიის ფაკულტეტი წითელ დიპლომზე 1969 წელს.

1969 წელს სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში დატოვეს ისტორიის კათედრაზე სამუშაოდ; ორი წლის შემდეგ მესტიის რაიონში დაინიშნა ლახამულის სკოლის დირექტორად. სკოლაში მუშაობის პარალელურად აქტიურად მოღვაწეობდა მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ძეგლთა დაცვის ხაზით, აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ძეგლთა დაცვის საკითხზე ჩატარებულ კონფერენციებსა და სესიებში. მისი მოხსენებები და ნაშრომები სვანეთის უძველესი ეკლესია-მონასტრების საკითხებზე დაცულია მესტიის მუზეუმის არქივში. იგი ათეული წლების მანძილზე უანგაროდ და დიდი ენთუზიაზმით მუშაობდა მესტიის რაიონის სოფლებში შემორჩენილი უძველისი ეკლესიების აღდგენა-რესტავრაციაზე და დანგრევას გადაარჩინა არა ერთი ეკლესია-მონასტერი სვანეთში. ჯაჭვლიანების გვარში "მახვშად"-ად წოდებული. 

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.521

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

Share: