Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაქარია ხერხეულიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. წარმომავლობით თავად ხერხეულიძეების რუსეთში დამკვიდრებული შტოდან. 1817 წლის აგვისტოდან იყო სამხედრო სამსახურში. 1823 წელს შტაბს-კაპიტნის ჩინით დაინიშნა ოდესაში ნოვოროსიის გენერალ-გუბერნატორის და ბესარაბიის მეფისნაცვლის, გენერალ-ლეიტენანტ მიხეილ ვორონცოვის ადიუტანტად. 1828-1829წწ. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში. 1828 წლის ნოემბერში მიიღო პოლკოვნიკის წოდება. ომის დამთავრებიდან მალევე გადავიდა სამოქალაქო სამსახურში. 1834 წელს მან მიიღო სახელმწიფო მრჩევლის ჩინი, ერთი წლის შემდეგ კი - ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის ჩინი. 1833-1850წწ. მსახურობდა ქერჩ-ენიკალის ქალაქის თავად. მის მოღვაწეობას უკავშირდება ქერჩში არაერთი სამშენებლო და საზოგადოებრივი პროექტის განხორციელება. 1850 წლის იანვრიდან აპრილამდე იყო მინსკის სამხედრო და სამოქალაქო გუბერნატორი, 1850-1852წწ. იყო სმოლენსკის სამხედრო და სამოქალაქო გუბერნატორი. ყირიმის ომის დროს იმყოფებოდა სამხრეთის არმიის მთავარსარდლის, გენერალ მ. დ. გორჩაკოვის განკარგულებაში, კურირებდა ჰოსპიტლებს. გარდაიცვალა ტიფით. მიღებული აქვს ოქროს დაშნა "სიმამაცისთვის" (1828). თავადი, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1841). წყარო: მემატიანე.ჯი: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge; nobility.pro Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |