Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაქარია კობიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ახატანი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი; ელიზავეტგრადის საკავალერიო იუნკერთა სკოლა. 1884 წლიდან იყო სამხედრო სამსახურში. ჩაირიცხა კორნეტად ტვერის დრაგუნთა 43-ე პოლკში. 1904-1905წწ. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში, სადაც დაიჭრა. 1906 წელს მიიღო პოდპოლკოვნიკის წოდება სამხედრო სამსახურში თავის გამოჩენისთვის. შემდგომ წლებში მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნთა მე-17, შემდეგ ვოლინის ულანთა მე-6 პოლკში. 1914 წელს მიიღო პოლკოვნიკობა და გადაიყვანეს სმოლენსკის ულანთა მე-3 პოლკში. 1914 წელს I მსოფლიო ომის დროს მონაწილეობდა აღმოსავლეთ პრუსიის ოპერაციაში. 1914-1915წწ. მეთაურობდა პერეიასლავის დრაგუნთა მე-15 პოლკს, 1916-1917წწ. ვოლინის ულანთა მე-6 პოლკს. შემდეგ ირიცხებოდა ოფიცერთა რეზერვში. 1919 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. ჰქონდა ფერწერული ტილოების და იარაღის და აღმოსავლური ხელოვნების (ე. წ. "ბუდისტური კოლექცია") ნიმუშების მდიდარი კოლექცია. ფერწერული კოლექცია - XIX საუკუნის ქართული პორტრეტული ხელოვნების 28 ნიმუში - კობიაშვილმა 1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას (რომლის ნამდვილი წევრიც თავად იყო) გადასცა. 1926 წელს იარაღისა და "ბუდისტური კოლექცია" გენერლისგან საქართველოს სახელმწიფო მუზეუმმა შეიძინა. მოგვიანებით, იარაღის კოლექციის შესწავლის მიზნით, მუზეუმმა ზურაბ კობიაშვილი თანამშრომლად მიიწვია, სადაც გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა. დაკრძალეს ვერის სასაფლაოზე, რომელიც ჭადრაკის სასახლის აშენებასთან დაკავშირებით განადგურდა და გენერლის საფლავი დაიკარგა. სამხედრო მოღვაწე და კოლექციონერი, გენერალ-მაიორი. წყარო: რუსეთის არმია პირველ მსოფლიო ომში: grwar.ru; prosopography.iliauni.edu.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |