Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იგორ გითოლენდია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გალი. ცეკვის ხელოვნებას გალის კულტურის სახლთან არსებულ ხალხური ცეკვის თვითმოქმედ ანსამბლში ეზიარა. მისი პირველი პედაგოგები იყვნენ ს. გოგოხია და ვ. აჩბა, ხოლო შემდგომ ცნობილი ქორეოგრაფები: ი. არბატოვი, პ. ვირსკი და ჯ. ბაგრატიონი; 1952 წლიდან ი. გითოლენდია ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში იწყებს მუშაობას მოცეკვავე - მსახიობად; 1955-1957წწ. ის გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში საბჭოთა ჯარების სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტ - მოცეკვავე და ქორეოგრაფიული ჯგუფის ხელმძღვანელი იყო; 1957 წლიდან ხელმძღვანელობდა გალის კულტურის სახლის მოცეკვავეთა კოლექტივს. ი. გითოლენდიას მიერ შესრულებული ცეკვებიდან აღსანიშნავია: "ყაზბეგური", "ალვანური", "ფარიკაობა", "ბაღდადური", "აფხაზური" და სხვ., ქორეოგრაფიული ნამუშევრებიდან კი "მთიულური", "სალხინო", "ყაზბეგური", "შვიდი ძმანი", აგრეთვე მსოფლიო ხალხთა სახასიათო ცეკვები. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.99; ფოტო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.45 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |