შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი განძიელი![]()
ბიოგრაფიაწარმოშობით იყო თბილისის გუბერნიის აზნაურთა ოჯახიდან. 1863 წელს იყო თბილისის გრენადერთა პოლკის პრაპორშჩიკი, თავი გამოიჩინა ზაქათალის ოლქის აჯანყებულ ლეკებთან ბრძოლაში. შემდეგ მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. 1877 წლის რუსეთ–თურქეთის ომში მაიორის წოდებით მეთაურობდა ელიზავეტპოლის არარეგულარულ ცხენოსანთა პოლკს. თადარიგში გასვლის შემდეგ იყო მომრიგებელი მოსამართლე ელიზავეტპოლში. არჩეული იყო თბილისის სასოფლო-სამეურნეო საკრედიტო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარედ. მოკლეს თბილისში, სასახლის ქუჩაზე მდებარე სარაჯიშვილის სახლში განთავსებული ამ საზოგადოების გაძარცვის დროს 1906 წელს. რუსეთის არმიის პოლკოვნიკი. წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების პროსოპოგრაფიული ბაზა - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი : society.iliauni.edu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |