Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი განძიელი![]()
Biographyწარმოშობით იყო თბილისის გუბერნიის აზნაურთა ოჯახიდან. 1863 წელს იყო თბილისის გრენადერთა პოლკის პრაპორშჩიკი, თავი გამოიჩინა ზაქათალის ოლქის აჯანყებულ ლეკებთან ბრძოლაში. შემდეგ მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. 1877 წლის რუსეთ–თურქეთის ომში მაიორის წოდებით მეთაურობდა ელიზავეტპოლის არარეგულარულ ცხენოსანთა პოლკს. თადარიგში გასვლის შემდეგ იყო მომრიგებელი მოსამართლე ელიზავეტპოლში. არჩეული იყო თბილისის სასოფლო-სამეურნეო საკრედიტო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარედ. მოკლეს თბილისში, სასახლის ქუჩაზე მდებარე სარაჯიშვილის სახლში განთავსებული ამ საზოგადოების გაძარცვის დროს 1906 წელს. რუსეთის არმიის პოლკოვნიკი. წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების პროსოპოგრაფიული ბაზა - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი : society.iliauni.edu.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |