Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ჯორბენაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ფოთი. სწავლობდა ამიერკავკასიის ინდუსტრიულ ინსტიტუტში. ფეხბურთის თამაში დაიწყო 1929 წელს. იცავდა ფოთის "დინამოს", თბილისის ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის, თბილისის "დინამოსა" და თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას. საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი (1939) და ბრინჯაოს პრიზიორი (1936), საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების ორგზის (1936, 1937) ფინალისტი თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში. 1936–1946წწ. თბილისის "დინამოს" რიგებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში 89 შეხვედრა ჩაატარა და ორი ბურთი გაიტანა, ხოლო საკავშირო თასის გათამაშების ფარგლებში 15 შეხვედრა და ერთი ბურთი. თბილისის "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში პირველად 1936 წლის 7 სექტემბერს, საბჭოთა კავშირის საშემოდგომო პირველობის პირველი ტურის კალენდარულ მატჩში, კიევის "დინამოს" წინააღმდეგ გამოვიდა მინდორზე. თბილისის "დინამოს" ისტორიაში ეს იყო საკავშირო პირველობის უმაღლესი ლიგის პირველი შეხვედრა. 1945 წლის 27 ივლისს თბილისის "დინამოს" მაისურით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში ბოლოჯერ, საკავშირო ჩემპიონატის მე-12 ტურის კალენდარულ მატჩში, ლენინგრადის "ზენიტის" წინააღმდეგ ითამაშა. ფეხბურთელი, ნახევარმცველი. წყარო: თბილისის "დინამო: გუნდის ისტორია: dinamo-tbilisi.ru Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |