Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მუჰამედ ართმელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხაბალაშვილები, შუახევის რაიონი. პირველად, როგორც ქართული ხალხური და განსაკუთრებით, აჭარული ცეკვების ორიგინალური შემსრულებელი, ფართო აუდიტორიის წინაშე 1954 წელს წარსდგა და მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. მ. ართმელაძე 1955 წელს სათავეში ჩაუდგა მშობლიურ სოფელში ახლადგახსნილ კლუბთან ჩამოყალიბებულ ქორეოგრაფიულ ჯგუფს და მას 1960 წლამდე ხელმძღვანელობდა. ის პოპულარულ "განდაგანას" ერთ-ერთ საუკეთესო და კოლორიტულ შემსრულებლად მიიჩნევა. ღვაწლმოსილი მოცეკვავე წლების მანძილზე დაუღალავად და გატაცებით მუშაობდა წამყვან პედაგოგად (ხელმძღვანელი ა. დავითაძე) შუახევის კულტურის სახლთან არსებულ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში, პოპულარიზაციას უწევდა ქართულ ფოკლორს და თავის გამოცდილებას უზიარებდა ახალგაზრდა მოცეკვავეებს. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.104; შენი განდაგანა, რერო ოდელია /ფევაძე რევაზ.-ბათუმი, 2018.-გვ.538 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |