Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ილია კაჩმაზოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კევსელთა, ჯავის რაიონი. დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო ინსტიტუტის სასცენარო ხელოვნების ფაკულტეტი 1933 წელს. 1931 წელს იყო სტალინირის (ცხინვალის) სახელმწიფო თეატრის მსახიობი; 1933-1934წწ. ამავე თეატრის რეჟისორი-მსახიობი; 1934-1938წწ. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; 1939 წელს სტალინირის რუსული სკოლის მასწავლებელი; 1939-1948წწ. სამხრეთ ოსეთის მწერალთა კავშირის მასიური სექტორის გამგე; მეორე მსოფლიო ომის დროს შეთავსებით მუშაობდა რადიოკომიტეტში და სხვა ორგანიზაციებში; 1950 წლიდან - ჟურნალ "ფიდიოუგის" პასუხისმგებელი მდივანი. ლიტერატურულ ასპარეზზე გამოვიდა 1928 წლიდან. მისი ლექსები და ნარკვევები სისტემატურად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში და ცალკე წიგნებად იყო გამოცემული. წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.392-396 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |