Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ეთერ სიხარულიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სუნისი, ქარელის რაიონი. ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1946 წელს მონაწილეობდა ძერჟინსკის სახ. კლუბის დრამწრის წარმოდგენებში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა: თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ (1950-1962), მარჯანიშვილის (1962-1965), ხოლო 1968 წლიდან გარდაცვალებამდე რუსთავის თეატრებში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ცირუ (გრ. ბერძენიშვილის "ბედნიერებისაკენ"), პირიმზისა და პირიმთვარისა (აკ. წერეთლის "ბაში-აჩუკი"), თინა (ალ. კაჭკაჭიშვილის "ამბავი ორი ბიჭისა"), თინა (გ. გოგიჩაიშვილის "ნათელი გზა"), მარინე (ქ. ქუჩუკაშვილის "ზამთრის ზღაპარი"), მაშენკა (ა. აფინოგენოვის "მაშენკა"), მარინა და სოკოლავა (ს. მიხალკოვის "წითელი ყელსახვევი" და "შინ დაბრუნება მინდა"), სვეტლანა (ვ. რაზოვის "მისი მეგობრები"), ზელიმე (კ. გოცის "პრინცესა ტურანდოტი") და სხვა. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ.,2007.- გვ.39; ეთერ სიხარულიძე : თეატრის მსახიობი. გამოსათხოვარი / ნინო მაჭავარიანი // თეატრი და ცხოვრება. - თბილისი, 2001. - N3. - გვ.100-101 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |