შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ხაბეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1992 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის კათედრის ასპირანტურა 1998 წელს. 1991-1993წწ. მუშაობდა მ/დარგოვანი კომერციული ფირმა "ნინასი"- ში არქიტექტორად; 1998 წლიდან მოშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის კათედრაზე: 1998-2000წწ. დიზაინის კათედრის ასისტენტი; 2000-2006წწ. დიზაინის კათედრის დოცენტი; 2005-2006წწ. სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. "ევრა", არქიტექტორი; 2006 - 2013წწ. არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2011 წლიდან დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი; 2013 წლიდან ამავე ფაკულტეტის პროფესორი. არაერთი არქიტექტურული ობიექტის და ინტერიერის ავტორი ან თანაავტორი; 1998 წელს მოიპოვა I ხარისხის პრემია, როგორც საქართველოს ახალგაზრდა არქიტექტორთა კავშირის ემბლემის ავტორმა. 2009 წელს, ავტორთა ჯგუფთან ერთად, გადაცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური სიგელი, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ მეომართა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს მოწყობის პროექტში მონაწილეობისათვის. სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომების ავტორი. არქიტექტურის დოქტორი. დაიცვა დისერტაცია თემაზე "ქართული გუმბათოვანი ტაძრების აკუსტიკური თვისებები" (1999). პროფესორი (2013). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |