The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ამირან აბშილავა

ამირან აბშილავა
Date of birth:1920
Date of death:1986  (at 66 years)
Category:Playwright, Poet, Publicist

Biography

დაბადებია ადგილი: ქ. ცხაკაია.

სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე; დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1951 წელს.

მუშაობდა ქ. ცხაკაიას თეატრში რეჟისორად, კულტურის სახლის დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად; ხობის თეატრის დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად; შემდეგ, რუსთაველის თეატრში რეჟისორ-ასისტენტად; თბილისის ცენტრალური კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელად. ლიტერატურული მუშაობა დაიწყო 1944 წელს. მისი ნაწარმოებები სისტემატურად ქვეყნდებოდა სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთებში, გამოდიოდა ცალკე წიგნებად. 1951-1953წწ. საქართველოს სხვადასხვა თეატრში იდგმებოდა მისი პიესები: "ჩვენთან მთებში" (დრამა 4 მოქმედებად), "ვაზისუბნელი ძმაკაცები" (კომედია 4 მოქმედებად). დაწერა საოპერო ლიბრეტო "თბილისის ვარსკვლავები". 1952 წელს გამოიცა მისი ლექსების კრებული "სიმღერა მშობლიურ ქალაქზე". ავტორია ლექსების, პიესებისა და პუბლიცისტური წერილების. ცალკეული ლექსები თარგმნილია რუსულ, გერმანულ და სხვა ენებზე.

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.598-601

Bibliography


Share: