The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალეკო მახარობლიშვილი

ალეკო მახარობლიშვილი
Legal name:ალექსანდრე მახარობლიშვილი
Date of birth:15 April, 1955  (70 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტი სამსახიობო მიმართულებით (ჯგუფის ხელმძღვანელი თემურ ჩხეიძე) 1972 წელს.

თეატრალური ინტიტუტის დამთავრების შემდეგ გაანაწილეს რუსთავის თეატრში. იყო თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებეთა თეატრის მსახიობი. 1999 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის სამსახიობო დასშია. თეატრში განასახიერა როლები: ივანე (იასმინა რიზა "ART - ხელოვნება"; რეჟ. თემურ ჩხეიძე), პოლინიუსი (უილიამ შექსპირის "ჰამლეტი"; რეჟისორი თემურ კუპრავა), ფოცო, მოსე (გიზო ჟორდანია, ნანა ჟორდანია "თეთრი იასამანი"; რეჟ. გიზო ჟორდანია), ჯიმი ჯეკი (ბრაიან ფრილის "თარგმანები"; რეჟისორი თ. ჩხეიძე), ანტონიო (ედუარდო დე ფილიპოს "ცილინდრი"; რეჟ. თამაზ მესხი), ზურიკო (რეზო თაბუკაშვილის "რას იტყვის ხალხი"; რეჟ. ანზორ ქუთათელაძე), სოსოია (ნოდარ დუმბაძის "მე ვხედავ მზეს"; რეჟ. შალვა გაწერელია), ბიჭი (გურამ ბათიაშვილის "ორი ნოველა"; რეჟ. შ. გაწერელია), ბეგლარ ჯინჭარაძე (დავით კლდიაშვილის "ქამუშაძის გაჭირვება"; რეჟ. შ. გაწერელია), აბესალო (დავით კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება", რეჟ. შ. გაწერელია), ქურდი აპო (ნოდარ დუმბაძის "კუკარაჩა"; რეჟ. შ. გაწერელია) და სხვა. გადაღებულია ფილმებსა და სერიალებში: "ძილის წინ", "ყავა და ლუდი", "ჩემი ცოლის დაქალები", "მამაჩემის გერლფრენდი" და სხვა. კინოსა და თეატრის მსახიობი.

წყარო: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი: marjanishvili.comtheaters.ge; ქართული თეატრის ელექტრონული არქივი: theatrelife.ge; Marao.ge: marao.ge

Awards and Honors

  • 2000 - საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის "ოქროს ნიღაბი"-ის ჯილდო
    იასმინა რიზას პიესა "ART- ხელოვნება"-ში ივანეს როლის შესრულებისათვის
  • 1989 - საქართველოს სახელმწიფო პრემია (1991)
  • 1982 - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია

Share: