შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ხუციშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი იწა, ამბროლაურის რაიონი. 1928 წელს დაამთავრა სამრეწველო ეკონომიკური ტექნიკუმი და სწავლა განაგრძო თბილისის სახ. უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. 1929 წელს პარალელურად სწავლობდა რუსთაველის თეატრთან არსებულ სტუდიაში. სტუდიის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მეწისქვილე ბერუა (გ. შატბერაშვილის "დუშმანი"), შვაიცერი (ფ. შილერის "ყაჩაღები"), დათუნია (ა. სამსონაძის "სალტე"), პაპა ონისე (ს. შანშიაშვილის "არსენა"), იგორი, ტომას მანსო (გ. მდივნის "სამშობლო" და "ალკაზარი"), გოგია დიაკვანი (დ. ერისთავის "სამშობლო"), ბეჟან აღა (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), შადრინი (ნ. პოგოდინის "თოფიანი კაცი"), ხომენკო (ვ. დარასელის "კიკვიძე"), კოლმეურნეობის თავმჯდომარე (გრ. ბერძენიშვილის "ტირიფის ქვეშ"), მიტრიჩი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა") და სხვა. 1962 წელს მუშაობდა კასპის კულტურის სახლთან არსებული დრამატული წრის ხელმძღვანელად. შემდგომ წლებში გ. ხუციშვილი ხელმძღვანელობდა კულტურის სახლთან არსებულ თეატრალურ კოლექტივს, სადაც დადგა გ. ქელბაქიანის "კარგი ამხანაგი", ვ. პატარაიას "მისი საიდუმლო", ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა". კინოფილმ "აკაკის აკვანში" განასახიერა იაკობ გოგებაშვილის როლი. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.44 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |