| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ დოლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ხუტორი რომანოვსკაია, სტანიცა კავკაზსკაია, ყუბანის ოლქი, რუსეთი. დაამთავრა თბილისის საფინანსო-ეკონომიკური ტექნიკუმი 1931 წელს; პარალელურად სწავლობდა შოთა რუსთაველის თეატრთან არსებულ სტუდიაში. წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ეკონომისტის სპეციალობით. 1947 წელს მუშაობდა ზესტაფონის სახალხო თეატრში. 1950 წელს გარდაცვალებამდე ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახ. სახელმწიფო თეარტის დასში მსახიობი იყო, ზედიზედ ასახიერებდა მნიშვნელოვან როლებს, სულ მალე, დამსახურებულად მოიხვეჭა თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობის სახელი. ვლ. დოლიძის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: არკადი (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), ლეანდრო (მოლიერის "ძალად ექიმი"), სავა (ვ. ვასილიევის "ამქვეყნიური სამოთხე"), ოსმან-აღა (ს. მთვარაძის "სურამის ციხე"), ხახული (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), შილინი (ვ. დარასელის "კიკვიძე"), პეპო (გ. სუნდუკიანის "პეპო"), მოძღვარი (ა. ყაზბეგის "მოძღვარი"), ყარამანი (მ. ბარათაშვილის "ჩემი ყვავილეთი"), ბეკინა (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), ტარასი ხაზარაძე (კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი"), ბაბილო (ნ. დუმბაძისა და გ. ლორთქიფანიძის "მე ვხედავ მზეს"), ჩონთა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ირაკლი (ი. ვაკელის "რვალი"), ზევარი (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), არჩილი, პეპია (ი. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივი", "გლახის ნაამბობი"), აბესალომი (დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება"), ამილახვარი, აბენიკო (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი", "ამაღლებული სოფელი") და სხვა. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ.,2007.- გვ.46 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

