The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ დოლიძე

Date of birth:30 April, 1907  (119 years)
Date of death:19??
Category:Economist, Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ხუტორი რომანოვსკაია, სტანიცა კავკაზსკაია, ყუბანის ოლქი, რუსეთი.

დაამთავრა თბილისის საფინანსო-ეკონომიკური ტექნიკუმი 1931 წელს; პარალელურად სწავლობდა შოთა რუსთაველის თეატრთან არსებულ სტუდიაში.

წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ეკონომისტის სპეციალობით. 1947 წელს მუშაობდა ზესტაფონის სახალხო თეატრში. 1950 წელს გარდაცვალებამდე ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახ. სახელმწიფო თეარტის დასში მსახიობი იყო, ზედიზედ ასახიერებდა მნიშვნელოვან როლებს, სულ მალე, დამსახურებულად მოიხვეჭა თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობის სახელი. ვლ. დოლიძის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: არკადი (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), ლეანდრო (მოლიერის "ძალად ექიმი"), სავა (ვ. ვასილიევის "ამქვეყნიური სამოთხე"), ოსმან-აღა (ს. მთვარაძის "სურამის ციხე"), ხახული (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), შილინი (ვ. დარასელის "კიკვიძე"), პეპო (გ. სუნდუკიანის "პეპო"), მოძღვარი (ა. ყაზბეგის "მოძღვარი"), ყარამანი (მ. ბარათაშვილის "ჩემი ყვავილეთი"), ბეკინა (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), ტარასი ხაზარაძე (კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი"), ბაბილო (ნ. დუმბაძისა და გ. ლორთქიფანიძის "მე ვხედავ მზეს"), ჩონთა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ირაკლი (ი. ვაკელის "რვალი"), ზევარი (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), არჩილი, პეპია (ი. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივი", "გლახის ნაამბობი"), აბესალომი (დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება"), ამილახვარი, აბენიკო (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი", "ამაღლებული სოფელი") და სხვა. 

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ.,2007.- გვ.46

Awards and Honors

  • 1968 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: