Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოსებ ბაბუნიძე![]()
Biographyცნობილი ქართველი მეღვინე და მრეწველი იოსებ ბაბუნიძე კიევში ვაჭრობდა კახური ღვინით, მონაწილეობდა გამოფენებში. 1892 წლის აგვისტოში მას სპირტიანი სასმელების გამოფენაზე ვენახების მოშენებისათვის გადაეცა ოქროს მედალი და დიპლომი, ხოლო მის მიერ წარმოებულმა კახურმა ღვინომ საპატიო დიპლომი დაიმსახურა. 1896 წლის ნოემბერში ნიჟნი ნოვგოროდში გამართულ ღვინის გამოფენაზე კახური ღვინის წარმოებისთვის იოსებ ბაბუნიძემ, ნიკოლოზ ანდრონიკაშვილმა, სერგეი შერემეტევმა, ფრიდონოვმა და დიკენსონმა თითბრის მედლები მიიღეს. 1901 წელს იოსებ ბაბუნიძემ სამთო ინჟინერ გიორგი დეკანოზიშვილს თხოვნით მიმართა, შეედგინა სააქციონერო საზოგადოებისათვის საჭირო პროექტი,1901 წელსვე მან გადაწყვიტა სააქციონერო საზოგადოება დაეარსებინა იმ ადგილებში, სადაც რკინიგზა ჯერ არ იყო – თბილის-თელავსა და სიღნაღს შორის, ხონსა და ქუთაისს შორის და მიმოსვლა ავტომობილების მოძრაობით გაეუმჯობესებინა. საზოგადოებისათვის საჭირო იყო 150 000 მანეთი. წყარო: საქართველოს პროსოპოგრაფია: prosopography.iliauni.edu.ge; მემორიალური ექსპონატების კვლევისათვის / თემურ შარიქაძე // საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე = Bulletin of the Georgian National Museum.-თბილისი, 2014.-N5 (50–B).-გვ.471
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |