| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ კიკალიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ქართული ხალხური ცეკვის ხელოვნებას დაეუფლა თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში (ახლანდ. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე) ქორეოგრაფ რომან ჭოხონელიძის ხელმძღვანელობით. 1953 წლიდან თ. კიკალიშვილი საქართველოს ხალხური ცეკვის აკადემიური ანსამბლის მოცეკვავე მსახიობია. 1955–1981 წლებში იყო საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის (ახლანდ. ი. სუხიშვილისა და ნ. რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტი) წამყვანი მოცეკვავე (სოლისტი). წარმატებით მონაწილეობდა ანსამბლის თითქმის მთელ რეპერტუარში. მისი შემოქმედებითი ინდივიდუალურობა და მაღალი ოსტატობა განსაკუთრებით გამოვლინდა ცეკვებში: "მხედრული", "შეჯიბრი", "აჭარული სიუიტა", "მოხევური", "განდაგანა", "ძველი თბილისის სურათები", "ლელო" და სხვ. მისი ცეკვა გამოირჩეოდა დახვეწილი არტისტიზმით, შესრულების მაღალი კულტურით, სცენური გამომსახველობით და ცეცხლოვანი ტემპერამენტით. თ. კიკალიშვილმა 25 წელზე მეტი იმსახურა ქართული ცეკვის აკადემიურ ანსამბლში და მასთან ერთად ტრიუმფით მოიარა მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყანა. 1981–1988 წლებში იყო ბორჯომის კულტურის სახლთან არსებული ქართული ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელი. ქართველი ქორეოგრაფი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.61 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

