The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ჩხიტაური

ალექსანდრე ჩხიტაური
Date of birth:21 March, 1976  (49 years)
Category:Lawyer, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2004 წელს.

2002 წლიდან დღემდე ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას. 2013 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩევლი (სამართლებრივ საკითხებში). წლების მანძილზე სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ეკავა ასოცირებული პროფესორის და სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობები და ახორციელებდა პედაგოგიურ საქმიანობას, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, ასევე საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, როგორც იურუდიულ, ასევე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტებზე. ასევე ზოგიერთ კერძო უმაღლესი სასწავლებელში იყო საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი. სამეცნიერო ინტერესები: ადმინისტრაციული სამართალი, ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი, ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალური) სამართალი, საფინანსო სამართალი, საბიუჯეტო სამართალი, საბაჟო სამართალი, საგადასახადო სამართალი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge

Member of Organizations

  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წევრი (2007-)

Share: