Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა კინწურაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1930 წელს. 1939–1945წწ. იყო II მსოფლიო ომის მონაწილე; 1939–1942წწ. თბილისის ფიზიკური კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის ჰიგიენის, 1948წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შრომის ჰიგიენის კათედრის გამგე; 1943 წლიდან შრომის ჰიგიენისა და პროფესიული დაავადებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შრომის ჰიგიენის განყოფილების გამგე, 1949–1952წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორი. იკვლევდა შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა აქტუალურ საკითხებს; სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო წამყვანი დარგების მუშაკთა შრომის პირობების გაუმჯობესების, ავადობის გამოვლენისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებების მეთოდური ნორმატივების დადგენის საკითხებს. შეადგინა ჰიგიენის პირველი ქართული სახელმძღვანელო. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ექიმ-ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1948). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 60 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |