The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დემურ კირთაძე

დემურ კირთაძე
Date of birth:31 May, 1949  (75 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხომული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა მოსკოვის ი. მ. სეჩენოვის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი 1974 წელს.

1974–1975წწ. მუშაობდა №20 კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში; 1975–1978წწ. №13 კლინიკური საავადმყოფოს ტრავმატოლოგად; 1978–1980წწ. მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტში, თავდაპირველად – ზოგადი ქირურგიის კათედრაზე აკად. ვ. სტრუჩკოვის ხელმძღვანელობით, შემდეგ, 1980–1988წწ. ოპერაციული ქირურგიის კათედრაზე (ხელმძღვ. ი. სეჩენიკოვი), პარალელურად მუშაობდა მოსკოვის №7 კლინიკური საავადმყოფოს სისხლძარღვთა ქირურგიაში (ხელმძღვ. ვ. პეტროვი). 1988–1989წწ. იყო №78 პოლიკლინიკის ქირურგიული განყოფილების გამგე, დაინიშნა მედიცინის - სან. ნაწილის №4 მთავარ ექიმად; 1991 წლიდან ხელმძღვანელობს მოსკოვის, ომის ვეტერანთა №1 მრავალპროფილურ ჰოსპიტალს (2017 წლიდან – პრეზიდენტი). არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, რომლებიც ეხება ზოგადი ქირურუგიის და ანგიოლოგიის აქტუალურ საკითხებს. არის 2 გამოგონებისა და რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. მიღებული აქვს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ჯილდოები და მედლები. რუსეთის ფედერაციის დამსახურებული ექიმი (1997), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1998). ანგიოქირურგი. 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 61-62

Member of Organizations

  • საერთაშორისო ანგიოლოგიის კავშირი, წევრი (1997-)
  • სამედიცინო-ტექნოლოგიების აკადემია, ნამდვილი წევრი (1997-)

Share: