შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ენგურ კირთაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტიტი 1961 წელს. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის, შემდეგ მცენარეთა ბიოქიმიის ლაბორატორიის თანამშრომელი (1963), მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (1971); 1972–2006წწ. საფუვრის ბიოქიმიისა და მიკრობული დეტოქსიკაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა საფუვრებისთვის უცხო ნაერთების გარდაქმნის შესაძლებლობებისა და გზების ძიება, შამპანურის ტიპის ღვინოების ხარისხის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანი ნაერთების ბიოქიმიური ცვლილების კანონზომიერებათა შესწავლა. არის სამეცნიერო ნაშრომების და ერთი მონოგრაფიის ავტორი. ბიოქიმიკოსი, დოქტორი (1995), პროფესორი (2004). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 62 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |