Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჰაინრიხ იულუს ფონ კლაპროთი (Klaproth)![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბერლინი. გერმანელი ლინგვისტი, ორიენტალისტი, მოგზაური. 1807 წლიდან რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ექსტრაორდინარული აკადემიკოსი. 1816 წლიდან – აღმოსავლური ენების პროფესორი პარიზში. 1807–1808წწ. მივლინებული იყო კავკასიაში ფილოლოგიური, ეთნოგრაფიული და ისტორიული კვლევისათვის. მან თავისი მოგზაურობა აღწერა წიგნში "მოგზაურობა კავკასიასა და საქართველოში" და სხვა შრომებში. თბილისში იყო 1808 წლის 13 იანვრიდან ივნისამდე. ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე იმოგზაურა არაგვისა და მტკვრის სათავეებში, მტკვარსა და იორს შორის მდებარე რეგიონებში. ლეკების მადევარ ქართველ ფეოდალებთან ერთად იყო ლიახვის ველზე, აგრეთვე საქართველოს სამხრეთის გზაზე. თბილისში ქართველი საზოგადეობა ყოველნაირად უწყობდა ხელს მას მეცნიერულ კვლევაში. 14 ივნისს იგი გაემგზავრა მოზდოკს, ადგილობრივი ხელისუფლებისაგან ფარულად მოიარა მცირე და დიდი ყაბარდო, იქიდან ჩავიდა რაჭაში (ონამდე). ისტორიულ ნარკვევში იგი აღწერს თბილისს, ახასიათებს საქართველოს მთიელებს, მიმოიხილავს საქართველოსთან ოსების დამოკიდებულებას და სხვ. 1827 გამოსცა ქართულ-ფრანგული და ფრანგულ-ქართული ლექსიკონი (4000-მდე სიტყვა); დაიწყო ქართული ენის გრამატიკის სახელმძღვანელოს ბეჭდვა, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაამთავრა მარი ბროსემ. თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა კლაპროთის სახელი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 74
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |