The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალერიან კობახია

ვალერიან კობახია
Date of birth:15 May, 1929
Date of death:28 June, 1992  (at 63 years)
Category:Public official, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ლიხნი, გუდაუთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1951 წელს; 1960–1962წწ. იყო სკკპ ცკ-თან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლის მსმენელი.

მუშაობდა სკოლაში პედაგოგად. 1954 წლიდან ჩაბმული იყო კომკავშირულ საქმიანობაში: იყო გუდაუთის კომკავშირის რაიკომის მეორე, შემდეგ – პირველი მდივანი. 1955 წელს აირჩიეს საქართველოს ალკკ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივნად, 1958 წელს პირველ მდივნად, ხოლო იმავე წელს – გუდაუთის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ. 1962 წლიდან იყო კომპარტიის გუდაუთის რაიკომის პირველი მდივანი. 1963–1965წწ. საქართველოს კპ გუდაუთის კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების საწარმოო სამმართველოს პარტიული კომიტეტის მდივანი; 1965–1975წწ. პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი; 1975–1978წწ. საქ. კპ აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი; 1978–1990წწ. აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე. 1990 წ. 25 აგვისტოს მან ხელი მოაწერა დეკლარაციას აფხაზეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ. 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.gethe-new-order-last-days-of-europe.fandom.comსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 95-96


Share: