Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ კობახიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტი 1956 წელს. 1956–1957წწ. იყო ცხაკაიას (ახლანდელი სენაკი) მეფრინველეობის ფაბრიკის საამქროს უფროსი; 1958–1960წწ. თბილისის მეფრინველეობის ფაბრიკის მთავარი ვეტექიმი; 1960–1971წწ. საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი; 1971–1973წწ. ამავე ინსტიტუტის ქიმია-ბიოლოგიური პრეპარატების ექსპერიმენტული ქარხნის დირექტორის მოადგილე, 1974 წლიდან – დირექტორი. მისი ხელმძღვანელობით საქართველოში პირველად შემუშავდა ახალი საკვები პრეპარატი, რომელსაც მეფრინველეობაში იყენებდნენ. მანვე შეისწავლა და წარმოებაში დანერგა ახალი ფოსფორორგანული ნაერთებისაგან წარმოქმნილი ინსექტიციდური პრეპარატი "ხლოფო-50" (იყენებდნენ მავნებლების, კარტოფილის ნარგავებში – კოლორადოს ხოჭოს, აგრეთვე ყურძნის ჭიის წინააღმდეგ); შეიმუშავა სხვადასხვა წარმოების ნარჩენების საკვებად გამოყენების ტექნოლოგიები და მეცხოველეობის პრაქტიკაში მათი დანერგვის მეთოდები. ავტორია სამეცნიერო ნაშრომების, 7 გამოგონების და 25 რაციონალური წინადადებისა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი (1969). ვეტერინარი ექიმი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 98 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |