Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მალხაზ ჩიტაია![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2007 წელს; საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მაგისტრატურა ბიზნესის მართვის კვალიფიკაციით 2013 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა, საჯარო მმართველობის კვალიფიკაციით 2017 წელს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთოებების ფაკულტეტი, ასისტენტ-პროფესორი; ა(ა)იპ "ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015-ს საორგანიზაციო კომიტეტის" თავჯდომარის მოადგილე; საქართველოს საავიაციო უნივერისიტეტი, მოწვეული პედაგოგი, უძღვებოდა სასწავლო კურს - "საგადასახადო საქმე"; საქართველოს ღია უნივერიტეტი, მოწვეული პედაგოგი, უძღვებოდა კრიმინალისტიკის კურსს; 2007-2008წწ. - აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, საიდენტიფიკაციო კვალთა ანალიტიკური ჯგუფის ექსპერტი; 2007-2012წწ. - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ეროვნული ბიურო, ექსპერტი; 2007-2008წწ. - დოკუმენტების ტექნიკური და სტრუქტურული ხელწერის ექსპერტიზის ექსპერტი; 2007-2019წწ. - დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი; 2015 წლიდან - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტი; 2021 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სისხლის სამართლის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2021 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კრიმინალისტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. მუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |