Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ რაზმაძე-ბროკიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ფიზიკის, გეოფიზიკის სპეციალობით 1994 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა. 1996 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების დეპარტამენტში: 1996-2021წწ. უფროსი ლაბორანტი, უფროსი მასწავლებელი; 2021 წლიდან ასისტენტ-პროფესორი; 2020-2023წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომელი საზოგადოებრივ საწყისებზე; 2024 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ექსპერტი - საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სამეცნიერო საქმიანობის წლიური ანგარიშების შესაფასებლად გეოლოგიის დარგში; არის 17 სამეცნიერო შრომის ავტორი; 2020-2022წწ. მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში და სამეცნიერო-კვლევით პროექტებში; სამეცნიერო - კვლევით სამუშაოებთან ერთად მიყავს სასწავლო კურსები ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში (ზოგადი გეოფიზიკა, გეოფიზიკა, საველე გეოფიზიკა, ზოგადი გრავიმეტრია, გეოდეზიური გრავიმეტრია, მაღალი სიზუსტის გრავიმეტრია, სარეწაო გეოფიზიკა, კაროტაჟული სამუშაოები ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავებისას, გეოფიზიკური გაზომვები ბურღვის პროცესში). გეოლოგიის აკადემიური დოქტორი (2021), პროფესორი (2021), გეოფიზიკოსი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |