The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ამირან სალუქაშვილი

ამირან სალუქაშვილი
Date of birth:18 June, 1932  (92 years)
Category:Dancer, Choreographer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1938 წლიდან ქორეოგრაფიულ ხელოვნებას ეუფლებოდა თბილისის პლეხანოვის სახ. კლუბთან არსებულ ქართული ცეკვის ანსამბლში.

ქართულ ცეკვაში მისი პირველი პედაგოგი იყო მ. ბახტაძე. 1944-1948 წლებში საქართველოს შრომითი რეზერვების კულტურის სახლთან არსებულ სიმღერისა და ცეკვის თვითმოქმედ ანსამბლშია (ლოტბარი ს. იაშვილი, ქორეოგრაფი მ. ბახტაძე). 1949-1951 წლებში ა. სალუქაშვილი სოხუმის ქართული საესტრადო ანსამბლის მოცეკვავე-მსახიობია (ხელმძღვანელი ჯ. ბაგრატიონი). 1952-1970 წლებში მუშაობდა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში მოცეკვავე-მსახიობად ი. სუხიშვილისა და ნ. რამიშვილის ხელმძღვანელობით. ანსამბლთან ერთად მოიარა მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა. 1953 წელს ქ. ბუქარესტში გამართულ მსოფლიო ახალგაზრდობის IV ფესტივალში მონაწილეობდა აკადემიურ ანსამბლთან ერთად და დაჯილდოვდა ლაურეატის წოდებით. ა. სალუქაშვილის შემოქმედება, როგორც მოცეკვავე-სოლისტისა გამოირჩეოდა დახვეწილი ტექნიკით, სცენურობითა და მაღალი პროფესიონალიზმით. აღსანიშნავია მისი სოლო პარტიები: "მხედრული", "შეჯიბრი", "ხევსურული სიუიტა", "ლელო" და სხვა. სალუქაშვილი წლების მანძილზე ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდა თბილისის მერიასთან არსებულ ი. სუხიშვილის სახ. ქართული ცეკვის სახელმწიფო სკოლა-სტუდიაში.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.62; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.გვ.104-105

Awards and Honors

  • 1963 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: