The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნელი ხაჟომია

ნელი ხაჟომია
დაბადების თარიღი:22 ივნისი, 1947
გარდაცვ. თარიღი:17 მაისი, 2020  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ვ. ჭაბუკიანის სახ. სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სასწავლებელი 1965 წელს.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მოცეკვავე - მსახიობად ჩაირიცხა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის კორდებალეტში. 1967 წლიდან ნ. ხაჟომია საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მოცეკვავე - მსახიობი ხდება. ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის ხელმძღვანელობით იგი სრულყოფილად დაეუფლა ქართული ხალხური ცეკვის ხელოვნებას და ანსამბლის წამყვანი სოლისტი გახდა. მის მიერ შესრულებული სოლო პარტიებიდან განსაკუთრებით გამოირჩეოდა: "ქართული", "დავლური", "სამაია", "აჭარული", "ხაბარდა" და სხვა, სადაც ავლენდა ქართველი ქალისთვის დამახასიათებელ კდემამოსილებასა და დახვეწილ პროფესიონალიზმს ცეკვის შესრულებისას. 1982-2002 წლებში, ნელი ხაჟომია მეუღლესთან, შალვა ყურაშვილთან ერთად, თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულ ანსამბლს ხელმძღვანელობდა. ქართველი ქორეოგრაფი.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.64


გააზიარე: