Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნელი ხაჟომია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ვ. ჭაბუკიანის სახ. სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სასწავლებელი 1965 წელს. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მოცეკვავე - მსახიობად ჩაირიცხა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის კორდებალეტში. 1967 წლიდან ნ. ხაჟომია საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მოცეკვავე - მსახიობი ხდება. ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის ხელმძღვანელობით იგი სრულყოფილად დაეუფლა ქართული ხალხური ცეკვის ხელოვნებას და ანსამბლის წამყვანი სოლისტი გახდა. მის მიერ შესრულებული სოლო პარტიებიდან განსაკუთრებით გამოირჩეოდა: "ქართული", "დავლური", "სამაია", "აჭარული", "ხაბარდა" და სხვა, სადაც ავლენდა ქართველი ქალისთვის დამახასიათებელ კდემამოსილებასა და დახვეწილ პროფესიონალიზმს ცეკვის შესრულებისას. 1982-2002 წლებში, ნელი ხაჟომია მეუღლესთან, შალვა ყურაშვილთან ერთად, თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულ ანსამბლს ხელმძღვანელობდა. ქართველი ქორეოგრაფი. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.64
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |