Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი ლოლაძე![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1971 წელს; რიგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა სილიკატური და ძნელღობადი არალითონური მასალების ტექნოლოგიის მიმართულებით 1982 წელს. 1971 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი): 1971-2006წწ. ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი, სილიკატების ტექნოლოგიის კათედრა: ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი, ლაბორატორიის გამგე, ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი; 2006 წლიდან ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტი, ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი, სილიკატების ტექნოლოგიის მიმართულება: ასისტენტ-პროფესორი, ასოცირებული პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. იყო "ფერადი მინის და ბროლის ქარხნის" და კერამიკული ქარხანა "ინტერიერის" მთავარი ტექნოლოგი. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ კონფერენციასა და გამოფენაში, სადაც დაჯილდოებულია ბრინჯაოს მედლით, სხვადასხვა საპატიო სიგელით და დიპლომით. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1982), აკადემიური დოქტორი, პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |