Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რობერტ კონდახსაზოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1963 წელს. იყო ტექნიკური ესთეტიკის საკავშირო ინსტიტუტის თბილისის ფილიალის პოლიგრაფიის განყოფილებისა და თბილისის ქართული თოჯინების თეატრის მთავარი მხატვარი; 1964 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში; პერსონალური გამოფენები ჰქონდა მხატვრის სახლში (1989); ხსოვნის პერსონალური გამოფენა – კავკასიურ სახლში (2010; ორივე თბილისი); "არსი და ფორმა" (SAR Galery, ერევანი, 2018) და სხვ.; გამოფენები: "საქართველოს სსრ სახვითი ხელოვნება" (მოსკოვი, 1987), ქართველი მხატვრების რეტროსპექტული გამოფენა (მხატვრის ცენტრალური სახლი, მოსკოვი, 1988), "ქართველი მხატვრები სომხეთში" (ერევანი, 1996) და სხვ. მან შექმნა 1000-ზე მეტი ნამუშევარი. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების კერძო კოლექციებში. ძირითადი ნამუშევრები: "ალუბლისფერი ხავერდის სუფრა" (1978), "ბროწეული", "დინარას პორტრეტი", "სამი საგანი შავ ფონზე" (1979), "წითელი სახარება" (1984), "შობა" (1987), "გამოცხადება" (1990), "ნარიყალა გოგილოს აბანოდან", "პარისის სამსჯავრო" (1994), "თეთრი ნატიურმორტი", "კენტავრი", "ტაძარი", (1996), "აღდგომა", "ჭურჭელი", "აბანო" (1998), "მოდელი" (2001), "შიშველი ქალის ფიგურა" (2004), "ყვავილები" (2005), "ძველი ქალაქი". წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 146 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |