The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გეორგ კორადინი

გეორგ კორადინი
Legal name:გიორგი კორადინი
Date of birth:1810
Date of death:1891  (at 81 years)
Category:Painter, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ლუკა.

ძირითადად მუშაობდა დაზგურ გრაფიკაში აკვარელის ტექნიკით. თბილისში ჩამოვიდა XIX ს. 40-იან წლებში. სავარაუდოდ, 1847–1853წწ. ხატვასა და სუფთა წერას ასწავლიდა თბილისის გიმნაზიაში. 1853–1856წწ. მსახურობდა  რუსეთის ჯარში ოფიცრად. მონაწილეობდა ყირიმის ომში. 1871 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან და გაემგზავრა იტალიაში, თუმცა მოგვიანებით ისევ რუსეთში დაბრუნდა. როგორც მხატვარი, ოსტატურად ფლობდა აკვარელის ტექნიკას, ქმნიდა ცნობილი ისტორიული პირების, კავკასიის მთიელთა, ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის (სადაც მსახურობდა) ოფიცერთა პორტრეტებს, აკეთებდა ეთნოგრაფიულ ჩანახატებს. სამწუხაროდ, მისი ნამუშევრების უმეტესობა დაკარგულია. მისი ორი მინიატიურა დაცულია საქართველოს გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში. ერთზე გამოსახულია ერეკლე II-ის ქალიშვილი თეკლე, ხოლო მეორეზე – მისი მეუღლე ვახტანგ ორბელიანი. ორივე მინიატიურა ხელმოწერილია მხატვრის მიერ. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია გ. ერისთავის პიესა "გაყრის" ხელნაწერი მის მიერ შექმნილი 11 მინიატიურით, რომელიც ასახავს როლების პირველ შემსრულებლებს სპექტაკლში. იტალიელი მხატვარი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 171


Share: