The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ევგენი კოტლიაროვი

ევგენი კოტლიაროვი
Date of birth:28 September, 1938
Date of death:20 May, 2008  (at 69 years)
Category:Painter, Educator, Screenwriter

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ოსტროვი, ლენინგრადის ოლქი, რუსეთი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1963 წელს.

1963–1984წწ. მუშაობდა ს. ჭანბას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრის მთავარ მხატვრად; 1978 წელს მონაწილეობდა "საქართველოს თეატრისა და კინოს მხატვართა ნამუშევრების" გამოფენაში (საქართველოს სურათების გალერეა; ახლანდ. დ. შევარდნაძის სახ. ეროვნული გალერეა). ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სოხუმის სამხატვრო სასწავლებელში. მისი გაფორმებულია სპექტაკლები: "ოტელო", "რომეო და ჯულიეტა" (შექსპირი; ორივე 1963), "ოიდიპოს მეფე" (სოფოკლე; 1965), "მარია ტიუდორი" (ვ. ჰიუგო; 1968), "კლდის სიმღერა" (ბ. შინკუბა; 1969), "დონ კარლოსი" (ფ. შილერი; 1970), "ხიმკვარასა" (ი. ჯოპუა; 1972) და სხვ. გარდა სცენოგრაფიისა  ნაყოფიერად მუშაობდა ფერწერის დარგში (პორტრეტი, პეიზაჟი, ნატიურმორტი). სცენოგრაფი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; აფხაზეთის ინტერნრტ-ბიბლიოთეკა: apsnyteka.orgსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.191

Awards and Honors

  • 1965 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული მხატვარი

Share: