Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მაია ცინცაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1984 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ანალიზური ქიმიის კათედრის ასპირანტურა 1987 წელს. 1987 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ანალიზური ქიმიის კათედრაზე: 1987-1989წწ. ასისტენტი, 1989-1990წწ. უფროსი მასწავლებელი, 1990-1997წწ. დოცენტი, 1997-2004წწ. პროფესორი, 2004-2006წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ზოგადი ქიმიის დეპარტამენტი, დეპარტამენტის უფროსი; 2006-2009წწ. ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ზოგადი, არაორგანული და ანალიზური ქიმიის მიმართულების ხელმძღვანელი; 2009-2017წწ. ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პროფესორი; 2009 წლიდან ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი, არაორგანულ ნაერთთა ფიზიკა-ქიმიის ლაბორატორია - ლაბორატორიის გამგე; 2017 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, პროფესორი; 2018 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმიის დეპარტამენტი პროფესორი, ქიმიის დეპარტამენტის უფროსი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. საქართველოს ქიმიური ჟურნალის პასუხისმგებელი რედაქტორი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიის განყოფილების ექსპერტი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1997). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |