The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ შოშიაშვილი

ნოდარ შოშიაშვილი
Other name:ნუკრი შოშიაშვილი
Date of birth:10 June, 1924
Date of death:2 January, 1999  (at 74 years)
Category:Historian, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტიტეტი საქართველოს ისტორიის სპეციალობით 1946 წელს; ასპირანტურა საქართველოს ისტორიის სპეციალობით.

1951-1958წწ. მუშაობდა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში შუა საუკუნეების მატერიალური კულტურის ისტორიის განყოფილების ჯერ უმცროს, შემდეგ კი უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1954 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, კითხულობდა ლექციებს თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1958-1972წწ. წლებში მოღვაწეობდა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში შემდეგ პოზიციებზე: ისტორიული დოკუმენტებისა და არქივების განყოფილების ხელმძღვანელი (1960-1963), პალეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი (1963-1968), დიპლომატიკის განყოფილების ხელმძღვანელი (1968-1972); 1972 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრაზე. იყო ჯერ დოცენტი (1972), ხოლო 1992 წლიდან პროფესორი; კითხულობდა ლექციებს ისტორიისა და აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. მისი სპეცკურსები იყო: საქართველოს ისტორია, საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობა, ქართული ისტორიოგრაფია, ქართული დიპლომატიკა და პალეოგრაფია, ანტიკური ხანის ქართულ სახელმწიფოთა და შუა საუკუნეების საქართველოს სახელმწიფო წყობილება, ქართული ფეოდალური საგვარეულობის ისტორია. ნ. შოშიაშვილი აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ენციკლოპედიასთან, იყო ენციკლოპედიის საქართველოს ისტორიის სექციის გამგე. ენციკლოპედიაში გამოქვეყნებული აქვს სტატიები შუა საუკუნეების ქართულ გვარებზე, ისტორიულ პირებზე, ბაგრატიონთა დინასტიაზე, ეპიგრაფიკაზე, ქართული დამწერლობის განვითარებაზე და სხვა. მრავალი სამეცნიერო სტატიისა და მონოგრაფიის ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რკონის დაწერილი, როგორც საისტორიო წყარო", დაიცვა 1953 წელს.

Bibliography


Share: