Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკიფორე კულეში![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სპეციალური განათლება არ მიუღია. მუშაობდა სცენოგრაფიისა და პეიზაჟის დარგში. XX ს. დასაწყისში თბილისში დამკვიდრდა. გაფორმებული აქვს შემდეგი სპექტაკლები: "ეგორ ბულიჩევი და სხვები" (გრიბოედოვის სახ. რუს. თეატრი, 1933); "რახილი" (ოპერისა და ბალეტის თეატრი, 1936, ი. ფარაჯანოვთან ერთად); "აჯილდა", "ცხოვრება გვიკარნახებს", "ოქროს ვერძი" (სანკულტურის თეატრი, 1937–1938; გ. გოცირიძესთან ერთად); "პატიოსნებისათვის" (სომხეთის დრამის თეატრი, 1939) და სხვ. სავარაუდოდ ის თბილისის ოპერის თეატრში იმ წლებში მოღვაწეობდა, როდესაც თეატრის სცენაზე დადგეს პირველი ქართული ოპერა (XX ს. 10–20-იანი წწ. მიჯნა). ამავე წლებში მან დაიწყო საგანგებო პავილიონის მშენებლობა (კ. ფოცხვერაშვილთან ერთად), რათა გამოეფინა 1914 შეძენილი ცნობილი სურათი-პანორამის, ე. წ. პიგლჰეინის "გოლგოთის" საავტორო ასლი. მშენებლობა შეაჩერა საბჭოთა ხელისუფლებამ. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმსა და კერძო კოლექციაში. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |