The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარიამ მესხი

მარიამ მესხი
Date of birth:3 September, 1907
Date of death:1976  (at 68 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ველისციხე, ახ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა სიღნაღის შრომის სკოლა 1926 წელს.

პირველად სცენაზე 5 წლის ასაკში გამოჩნდა, 1913 წელს ველისციხის დრამატულმა დასმა შაქრო საფაროვის რეჟისორობით დადგა პიესა "ორი ჯიბგირი", სადაც პატარა გოგონას როლი შეასრულა; სკოლაში სწავლის დროს, არდადეგების პერიოდში ხშირად ღებულობდა მონაწილეობას ამავე დრამატული წრის წარმოდგენებში; 1925 წელს ველისციხეში ჩამოყალიბდა მუდმივი დრამატული დასი რეჟ. ელისო იანქოშვილის ხელმძღვანელობით, სადაც მ. მესხიც მიიწვიეს და 1939 წლამდე იმუშავა; 1940-1941წწ. მუშობდა სიღნაღის თეატრში; 1941-1950წწ. ველისციხის თეატრში; 1950-1952წწ. თელავის ორჯონიკიძის სახელობის სახელმწიფო თეატრში; 1953 წლიდან კი ველისციხეში მოღვაწეობდა; შესრულებული აქვს 250-მდე დიდი და პატარა როლი, მათ შორის აღსანიშნავია: ფაცია, სიდუ (შ. დადიანის "გუშინდელნი" და "გეგეჭკორი"), ასია (უ. ჰაჯიბეკოვის "არშინ მალ ალან"), დუდუხანი (ვ. გუნიას "ორი გმირი"), სონა, ქაბატო (ავქ. ცაგარელის "ხანუმა"), ტატიანა (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), მარგარიტა (ა. შირვანზადეს "პატიოსნებისათვის"), ლიდა (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), კრუჩინინა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ქეთინო (დ. ერისთავის "სამშობლო"), მარიამი (გ. ბააზოვის "მუნჯები ალაპარაკდნენ"), დედა (გედევანიშვილის "სინათლე"), ლუიზა (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), ტურფა (აკ. წერეთლის "პატარა კახი"), ქრისტინე (პ. ირეთელის "ქრისტინე") და სხვა. დაჯილდოებული იყო მედლებით, საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს პირველი ხარისხის დიპლომებით.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.81; მარიამ მესხი : ველისციხის სახალხო თეატრის მსახიობის ხსოვნისადმი / ნ. ხელაძე // თეატრალური მოამბე. - 1976. - N2. - გვ.67-68

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: