The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სიმონ აშხვაცავა

სიმონ აშხვაცავა
Other name:სიმონ აშხაცავა
Date of birth:1886
Date of death:2 January, 1938  (at 52 years)
Category:Linguist, Public official, Scientist, Politician, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ლიხნი, გუდაუთის რაიონი.

დაამთავრა ტარტუს უნივერსიტეტი.

სიმონ აშხვაცავა ნიკო მართან და ივანე ჯავახიშვილთან ერთად მუშაობდა და მეცნიერული ანალიზით დაასკვნა, რომ არამარტო აფხაზებს, არამედ მთელ ჩრდილოეთ კავკასიას დამწერლობად ქართული ანბანი უნდა ჰქონოდა - "ასე არც ერთი ანბანი არ უხდება კავკასიურ ენებსო", აცხადებდა დიდი აფხაზი მეცნიერი. ერთი პერიოდი ეს საკითხი გადაწყვეტილადაც კი ითვლებოდა. სიმონ აშხვაცავა ოცნებობდა, წასულიყო შვეიცარიაში, დაემზადებინა შრიფტი და სოხუმში ჩამოეტანა. მან სოხუმში დააარსა ორი ინსტიტუტი, სადაც ბუნებისმეტყველებასა და ენათმეცნიერებას ასწავლიდა. ეწეოდა ლიტერატურულ საქმიანობას, დაწერა ორი პიესა აფხაზეთის ცხოვრებაზე "საფარ ბეი" და "ომარ ბეი", რომლებიც სოხუმის თეატრში დაიდგა. იყო სოხუმის ქალაქკომის თავმჯდომარის მოადგილე, აფხაზეთის განათლების მინისტრი. სხვადასვა დროს ეწეოდა სამეცნიერო, პედაგოგიურ და პარტიულ საქმიანობას. სიმონ აშხვაცავა დაქორწინებული იყო ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ნიკოლოზ (კოლია) ერისთავის ქალიშვილზე, ნინა ერისთავზე (იუნკერ შალვა ერისთავის და). 1937 წლის ბოლოს სიმონ აშხვაცავა დააპატიმრეს. მას ბრალად ედებოდა: "1921 წლიდან ეწეოდა ლენინურ-სტალინური ნაციონალური პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობას; 1936 წელს გადაბირებული იქნა კონტრრევოლუციურ, ბურჟუაზიულ-ნაციონალურ ორგანიზაციაში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა კავშირის დამხობას და ბურჟუაზიულ-კაპიტალისტური წყობის დამყარებას, კონტრრევოლუციური და ნაციონალური მიზნებისათვის თავის ნაშრომებში ამახინჯებდა აფხაზეთის რეალურ ისტორიას; 1918 წლიდან ღიად გამოდიოდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, 1918-1920 წლებში ემხრობოდა სახალხო საბჭოში მენშევიკებს". დახვრიტეს 1938 წლის დასაწყისში, რეაბილიტირებული იქნა 1956 წელს. პირველი აფხაზი ენათმეცნიერი და არქეოლოგი.

წყარო: აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც ერთნაირად საამაყო ადამიანი : აფხაზეთის ღირსეული შვილები // ილორი .-თბილისი, 2010.-16 მარტი.- N58 (119).-გვ.11; სტალინური სიები საქართველოდან : საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; მსოფლიო ისტორია ინტერნეტში: hrono.ru; ისტორიას ასე არ წერენ! / ვალერიან ზუხბაია // აია : სამეცნიერო-პოპულარული და სალიტერატურო ჟურნალი.-თბილისი, 2001.-N 9-10.-გვ.43-46

Bibliography


Share: