The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი კუპრეიშვილი

გიორგი კუპრეიშვილი
Date of birth:9 October, 1906
Date of death:17 September, 1981  (at 74 years)
Category:Economist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კოტიანეთი, ახლანდელი სენაკის მუნიციპალიტეტი.

1927 ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1929 წელს უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტის ბაზაზე დაარსდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, რომელიც 1931 დაამთავრა. იმავე წელს, პარალელურად, სწავლების კურსი დაასრულა თბილისის საკავშირო სუბტროპიკული ინსტიტუტი.

1932–1933წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში (შეთავსებით – ამიერკავკასიის უმაღლესი პარტიული სკოლის ლექტორად); 1933–1937წწ. ზუგდიდისა და გალის რაიონებში ეკავა სხვადასხვა თანამდებობა; 1937–1939წწ. იყო ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების ინსტიტუტის სოხუმის ფილიალის დირექტორი; 1939–1941წწ. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის გამომცემლობის გამგე; 1946–1981წწ. მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის კათედრაზე; იყო აგრონომ-ეკონომიკის პრობლემების მკვლევარი და ეწეოდა სამეცნიერო-პედადოდიურ მოღვაწეობას. არის სამეცნიერო ნაშრომების, მათ შორის 3 სახელმძღვანელოს ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოები. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1969). II მსოფლიო ომის მონაწილე. 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.237

Bibliography


Share: