The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლეჟო ლასარეიშვილი

ლეჟო ლასარეიშვილი
Date of birth:30 May, 1927
Date of death:11 June, 2004  (at 77 years)
Category:Scientist, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქოლობანი, ახლანდელი აბაშის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სუბტროპიკული მეურნეობის ფაკულტეტი 1949 წელს.

1950–1953წწ. იყო გაგრის, ჩაქვისა და ხეთის მეურნეობების, 1957–1958წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეხილეობის სამმართველოს მთავარი აგრონომი; 1958–1961წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მრავალწლოვანი კულტურების განყოფილების სწავლული მდივანი; 1961–2004წწ. მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის კაკლოვანი და მშრალი სუბტროპიკული კულტურების განყოფილების უფროსი. მან შეისწავლა მარწყვის, კაკლის, თხილისა და ბროწეულის კულტურათა ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, დაამუშავა კოლხეთის დამშრალ მიწებზე თხილის გაშენებისა და მოვლის აგროტექნიკის საკითხები. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა და მონოგრაფიეების. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1979), პროფესორი (1991).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.295

Member of Organizations

  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1994-)

Awards and Honors

  • 1990 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1971 - საქართველოს დამსახურებული აგრონომი

Bibliography


Share: