შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეჟო ლასარეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქოლობანი, ახლანდელი აბაშის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სუბტროპიკული მეურნეობის ფაკულტეტი 1949 წელს. 1950–1953წწ. იყო გაგრის, ჩაქვისა და ხეთის მეურნეობების, 1957–1958წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეხილეობის სამმართველოს მთავარი აგრონომი; 1958–1961წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მრავალწლოვანი კულტურების განყოფილების სწავლული მდივანი; 1961–2004წწ. მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის კაკლოვანი და მშრალი სუბტროპიკული კულტურების განყოფილების უფროსი. მან შეისწავლა მარწყვის, კაკლის, თხილისა და ბროწეულის კულტურათა ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, დაამუშავა კოლხეთის დამშრალ მიწებზე თხილის გაშენებისა და მოვლის აგროტექნიკის საკითხები. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა და მონოგრაფიეების. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1979), პროფესორი (1991). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.295 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |