Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ ლასარეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მხატვარ-არქიტექტორის სპეციალობით 1952 წელს. 1952–1953წწ. მუშაობდა "საქსახპროექტში"; 1953–1957წწ. 'საქკომუნპროექტში"; 1957–1969წწ. "საქქალაქმშენსახპროექტში"; 1969 წლიდან –"გიპროკინოს" თბილისის კომპლექსურ განყოფილებაში; 1966–2012წწ. შემოქმედებით საქმიანობასთან ერთად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტის ინტერიერის კათედრაზე; ნამუშევრები: თელავში – სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის კომპლექსი (1967), თბილისში – ს.-ს. ორბელიანის ძეგლი (1959, მოქანდაკე ტ. სიხარულიძე), 110- ბინიანი საცხოვრებელი სახლი (1959, ავტორთა ჯგუფთან ერთად), სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ერთ-ერთი კორპუსი (1969), ინდუსტრიულ-პედაგოგიური ტექნიკუმის კომპლექსი (1973, არქიტ. დ. ჯაფარიძესთან ერთად) და სხვ. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.295 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |