Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ლე დანტიუ![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჩიჟოვო, ტულის გუბერნია. 1914–1918წწ. რუსი ფუტურისტების ლიტერატურულ-მხატვრული ჯგუფის – "ბესკროვნოე უბიისტვოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი. I მსოფლიო ომის მონაწილე. 1912 წელს მან მიიღო მეგობრის, კ. ზდანევიჩის ოჯახის მოწვევა და მასთან ერთად ჩამოვიდა თბილისში. იგი ნახევარი წლის განმავლობაში მოგზაურობდა საქართველოში და ბევრს ხატავდა. თბილისში კ. ზდანევიჩთან ერთად ერთ-ერთ დუქანში აღმოაჩინა ნიკო ფიროსმანის სურათები. მან შეიძინა ერთი მათგანი და აქტიურად დაიწყო სხვა ნამუშევრების ძებნა და შეგროვება. ამრიგად, იგი პირველი პროფესიონალი მხატვარია, რომელმაც ყურადღება მიაქცია და სათანადოდ შეაფასა ნიკო ფიროსმანის შემოქმედება, როგორც უნიკალური მხატვრული მოვლენა. ფიროსმანმა გარკვეულწილად გავლენა იქონია მის შემოქმედებაზე. მოსკოვში დაბრუნების შემდეგ მან მოაწყო თავისი "ქართული ციკლის" და ასევე ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა. მხატვარ-ავანგარდისტი, ადრეული რუსული ავანგარდის თეორეტიკოსი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.318
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |