The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ ლებანიძე

Date of birth:8 September, 1913
Date of death:17 February, 1987  (at 73 years)
Category:Economist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კვაშხიეთი, ახლანდელი ონის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტიტი 1938 წელს.

სსრ კავშირის საფინანსო აკადემიის დამთავრების შემდეგ (1952) იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო სამმართველოს უფროსი, ქუთაისის ოლქის საფინანსო განყოფილების გამგე, 1953–1956წწ. საკავშირო დაუსწრებელი ფინანსური ინსტიტუტის თბილისის ფილიალის დირექტორი. 1956 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იყო ეკონომიკის ფაკულტეტის ფინანსებისა და კრედიტის კათედრის პროფესორი, 1970–1976წწ. – ამავე ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, დეკანი. მან პირველმა დააარსა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ნორჩ ეკონომისტთა სკოლა. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. მიღებული აქვს საბრძოლო ორდენები და მედლები. არის სამეცნიერო ნაშრომების: მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების ავტორი. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი სფერო იყო პოლიტიკური ეკონომიის, ფინანსების თეორიისა და პრაქტიკის პრობლემები. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1973)

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.315

Awards and Honors

  • 1985 - საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: