შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პარმენ ლემონჯავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭუბურხინჯი, ახლანდელი გალის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1960 წელს. 1960–1972წწ. მუშაობდა სსრკ მშენბანკის საქართველოს რესპუბლიკის კანტორაში, საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების მუშაკთა პროფკავშირის რესპუბლიკის კომიტეტში; 1972–1975წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პოლიტეკონომიის კათედრის თანამშრომელი; 1975–2009წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ეკონომიკური თეორიის კათედრის პროფესორი; 2009–2012წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2012 წლიდან საინჟინრო ეკონომიკის მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერების ფაკულტეტის ემერიტუსია; ჟურნალ "სოციალური ეკონომიკა XXI საუკუნის აქტუალური პრობლემების" რედკოლეგიის წევრი და რედაქტორის მოადგილე; არის 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის: ოთხი სახელმძღვანელო და ხუთი მონოგრაფია. მისი მეცნიერული კვლევის სფეროა ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და ეკონომიკური თეორიის პრობლემები. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი (1996). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; დღესაც ენგურივით მჩქეფარე ჭუბურხინჯელი... / გულთაზ ლაბარტყავა // საქართველოს რესპუბლიკა.-თბილისი, 2016.-14 დეკემბერი.-N233.-გვ.7; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.333 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |