| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი მინაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამართლის მაგისტრის კვალიფიკაციით 2014 წელს; ჩააბარა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის საკვალიფიკაციო გამოცდა (2010); ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა (2011); გაიარა შესაბამისი კურსი და მიენიჭა ტრენერთა ტრენერის სტატუსი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში (2015); შესაბამისი კურსი და მიენიჭა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პროკურორის სტატუსი (2015). სამუშაო გამოცდილება: 2011-2012წწ. იყო ოზურგეთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი; 2012 წელს ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი; 2013-2015წწ. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორი; 2015-2018წწ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორი; 2018-2024წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს პროკურორი; 2024-2025წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი; პედაგოგიურ-საგანმანათლებლო საქმიანობა: 2015-2017წწ. იყო მიწვეული ლექტორი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში; 2017-2024წწ. ასისტენტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში; 2018-2025წწ. ტრენერი საქართველოს გენერალური პროკურატურის სასწავლო ცენტრში; 2025 წელს მიწვეული ლექტორი საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში - GIU; 2025 წელს ასისტენტ-პროფესორი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში; 2024-2025წწ. მიწვეული ლექტორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში - IBSU; არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი, არის საქართველოს გენერალური პროკურატურის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის "საპროკურორი საქმიანობა და დანაშაულის პრევენცია" N1 (თსუ გამომცემლობა, 2022, ISSN2960-995X) და იმავე ჟურნალის სპეციალური N3 გამოშვების "ქალების მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობა" (თსუ გამომცემლობა, 2025, ISSN2960-995X) რედაქტორი. მიღებული აქვს იუსტიციის მრჩეველის წოდება. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge; სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი: law.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

