The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი მინაშვილი

ირაკლი მინაშვილი
Date of birth:16 November, 1987  (38 years)
Category:Lawyer, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამართლის მაგისტრის კვალიფიკაციით 2014 წელს; ჩააბარა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის საკვალიფიკაციო გამოცდა (2010); ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა (2011); გაიარა შესაბამისი კურსი და მიენიჭა ტრენერთა ტრენერის სტატუსი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში (2015); შესაბამისი კურსი და მიენიჭა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პროკურორის სტატუსი (2015).

სამუშაო გამოცდილება: 2011-2012წწ. იყო ოზურგეთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი; 2012 წელს ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი; 2013-2015წწ. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორი; 2015-2018წწ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორი; 2018-2024წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს პროკურორი; 2024-2025წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი; პედაგოგიურ-საგანმანათლებლო საქმიანობა: 2015-2017წწ. იყო მიწვეული ლექტორი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში; 2017-2024წწ. ასისტენტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში; 2018-2025წწ. ტრენერი საქართველოს გენერალური პროკურატურის სასწავლო ცენტრში; 2025 წელს მიწვეული ლექტორი საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში - GIU; 2025 წელს ასისტენტ-პროფესორი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში; 2024-2025წწ. მიწვეული ლექტორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში - IBSU; არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი, არის საქართველოს გენერალური პროკურატურის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის "საპროკურორი საქმიანობა და დანაშაულის პრევენცია" N1 (თსუ გამომცემლობა, 2022, ISSN2960-995X) და იმავე ჟურნალის სპეციალური N3 გამოშვების "ქალების მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობა" (თსუ გამომცემლობა, 2025, ISSN2960-995X) რედაქტორი. მიღებული აქვს იუსტიციის მრჩეველის წოდება.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge; სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი: law.gtu.ge

Bibliography


Share: