Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირინა ნიჟარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1979 წელს. 1980 წელს ალ. ახმეტელის სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია. მის მიერ შსრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მეზღვაური ქალი (ვს. ვიშნევსკის "ოპტიმისტური ტრაგედია"), პეპელა (ი. ვაკელის "აპრაკუნე ჭიმჭიმელი"), დინა ვაჩნაძე (ვ. კანდელაკის "დრო 24 საათი"), ვალიდა (ო. ჩხეიძის "ერთი მერცხლის ჭიკჭიკი"), ნელი (ი. სამსონაძის "შუაღამისას"), ლუცინდა (მოლიერის "ძალად ექიმი"), მარეხი (ლ. თაბუკაშვილის "ტაძარი"), თამარ მეფე, ნატაშა (გ. ბათიაშვილის "ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო" და "1832 წელი"), პიერეტა (რ. ტომას "სასიკვდილო განაჩენი"), ელიზენდა (პ. კაკაბაძის "დემეტრე მეორე"), ია, ლამზირა (ო. იოსელიანის "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი" და "გამოქვაბული"), ანიკო (ო. ბაღათურიას "მეფე ლირი თავშესაფარში") და სხვა. ი. ნიჟარაძე მონაწილეობდა ტელეფილმებში: "დაწინაურება", "ყავა და ლუდი". წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.92
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |