Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლია თევზაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებელი 1967 წელს. მუშაობდა სხვადასხვა თეატრებში: მესხეთის (1967-1981), მინიატურების (1981- 1982); 1982 წლიდან საცირკო და საესტრადო ხელოვნების სასწავლებლის პედაგოგია; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: პატარძალი (ფ. გარსია ლორკას "სისხლიანი ქორწილი"), გულთამზე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), ამალია (შილერის "ყაჩაღები"), ბიანკა (უ. შექსპირის "ჭირვეულის მორჯულება"), აგსანტა (ფლეტჩერის "ესპანელი მღვდელი"), ლია, ნუნუ (ნ. დუმბაძის "მზიანი ღამე" და "თეთრი ბაირაღები"), მარგარიტა (ო. თუმანიანის "პატიოსნებისთვის"), ხათუნი (ო. ჩხეიძის "გიორგი"), რუქაია (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), მაშიკო (რ. ერისთავის "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს"), ბაბალე (აკ. წერეთლის "ბუტიაობა"), კრუჩინინა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ეკა (ო. ჭილაძის " დავიწყებული ამბავი"), ეკა (აკ. გეწაძის "პაემანი ცაში"), ლალო (ბერიშვილის "მეხდაცემული კაკალი"), ნინიკო (ლ. თაბუკაშვილის "დარაბებს მიღმა გაზაფხულია"), ვერაჩკა (ბრაგინსკი - რიაზანოვის "სიყვარული და სტატისტიკა"), რუსუდანი (გ. იაქაშვილის "პრემია"), ლელა (ა. სულაკაურის "სალამურა"), გულსუნდა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), მარეხი, დალი (ო. იოსელიანის "შვიდი შინაბერა და ერთი მამაკაცი" და "მოჯადოებული მწვერვალი"), ანა (ა. ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი"), ცირა (ა. ჩხაიძის "თავისუფალი თემა"), ელენე (რ. თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი"), გულნაზი (გ. პაპიაშვილის "ფერფლიდან აღმდგარნი"), დალი (რ. ტომას "რვა მოსიყვარულე ქალი") და სხვა. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.94 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |